საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

18 სექ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

FIBA-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჩემპიონ გერმანიასთან დათმო. საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი.

ვეტერან კალათბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატს საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა უმასპინძლა.