18 სექ 2026
ალგეთის ეროვნულ პარკში ირმის საშენ მეურნეობას 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა, რის შედეგადაც მეურნეობაში ირმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
სპეციალისტები ირმებს მუდმივად აკვირდებოდნენ, რაც მათი ქცევის, სოციალური დინამიკისა და გარემოსთან ადაპტაციის პროცესის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
ირმის საშენი მეურნეობა 72 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. ტერიტორია სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის, ფოტოხაფანგებითა და კამერებით.
მეურნეობაში შექმნილია შესაბამისი პირობები ირმების გამრავლებისა და გარემოსთან ადაპტაციისთვის.