დღეს, ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალისთვის იბრძოლებს

18 სექ 2026

დღეს საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში რუმინულ „ორადიას“ დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

წარმატების შემთხვევაში, „ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს, მარცხის შემთხვევაში კი ბუბა ბერიშვილის გუნდი ასპარეზობას ფიბას ევროპის თასზე გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე მოახერხეს ერთი მატჩის მოგება. შავიზღვისპირელებმა მეოთხედფინალში შვეიცარიული „ფრიბურგ ოლიმპიკი“ 86:85 დაამარცხეს.