რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური თავდასხმები განახორციელა

18 სექ 2026

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში, რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად, სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში სამი ადამიანი დაშავდა. განადგურებულია ერთი საცხოვრებელი სახლი, ხუთი კი დაზიანდა.

ჟიტომირის ოლქში რუსული დრონების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ორი დაშავდა.

თავდასხმა სამოქალაქო საწარმოზე განხორციელდა კიევის ოლქშიც. საცხოვრებელ უბანზე მიტანილი იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა.

განადგურებულია ერთი კერძო საცხოვრებელი სახლი, მეორე კი ნაწილობრივ დაზიანდა. მაშველების განცხადებით, ყველა დაშავებული ერთი ოჯახის წევრია.