გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საერთო საცხოვრებელი გაიხსნა  

18 სექ 2026

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალი საერთო საცხოვრებელი გაიხსნა, რომელიც 40-მდე სტუდენტზეა გათვლილი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შენობაში განთავსებულია საცხოვრებელი ოთახები, გასართობ-დასასვენებელი და ადმინისტრაციული სივრცეები.

საერთო საცხოვრებლის სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით ჩატარდა.