18 სექ 2026
ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე პოპულარიზაციისა და მისი ცნობადობის გაზრდის საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ამერიკელ ჟურნალისტებთან და ღვინის სფეროს პროფესიონალებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
საუბარი შეეხო ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, ასევე ქართული ღვინის ცნობადობისა და მასზე მოთხოვნის გაზრდის შესაძლებლობებს.
ცნობისთვის, ამერიკელი ჟურნალისტები და ღვინის სფეროს პროფესიონალები ქართლისა და კახეთის რეგიონებში ქართული ღვინის მწარმოებელ 11 მარანსა და კომპანიაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ღვინის წარმოების პროცესს, როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციული მეთოდებით, დააგემოვნეს ქართული ღვინო და მიიღეს ინფორმაცია ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების შესახებ.