დაკავება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე

18 სექ 2026

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი, ხოლო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

უწყების ინფრომაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“, „ჭარალისა“ და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სექტორკატნატუს“ დასაცავ მონაკვეთზე, უკანონოდ, ქვეითად ცდილობდა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

დანაშაულები ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.