2026 წლის II კვარტალში ეკონომიკა წინა წლის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

18 სექ 2026

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობთ, 2026 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა  ინფორმაცია და კომუნიკაცია, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ტრანსპორტის  რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წელს II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 მლნ 147  ათას ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა.  

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე.