რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა

18 სექ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა.  სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 

ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრის ჩატარება რეგიონული დიალოგის გაღრმავებას და ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებას ხელს შეუწყობს. შეხვედრა  ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის ორგანიზებით გაიმართა. 

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.