18 სექ 2026
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სააგენტო RES-ის ინფორმაციით ე.წ. “ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში” ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ე.წ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები: მარატ კამბოლოვი (ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ასევე ზურაბ კოკოევი, მურატ ვალიევი და კაზბეკ კოდოევი.
დე-ფაქტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ,,გახარია საქართველოსთვის” პარტიაში ბრიფინგი გამართეს და მოუწოდეს ხელისუფლება, რომ გამოიყენონ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და შეაჩერონ რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსია.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და საქართველოს ხელისუფლებამ ეს სტრასბურგში დაადასტურა.