17 სექ 2026
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარში, ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, ძვ. წ. IV–III საუკუნეებით დათარიღებული ოქროს სამკაულები აღმოაჩინეს.
მრგვალი ოქროს საკიდი და ორი საყურე იმ არქეოლოგიურ მასალას შორისაა, რომელიც ელინისტური პერიოდის ფიჭვნარის ისტორიას კიდევ უფრო მეტ დეტალს მატებს. მიმდინარე კვლევებსა და აღმოჩენებს დღეს აჭარის კულტურის მინისტრი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი და ქობულეთის მერი გაეცნენ.