„ხანუმას“ ბათუმური პრემიერა

17 სექ 2026

“ხანუმას“ ბათუმური პრემიერა ხვალ დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. სპექტაკლს გრიბოედოვის სახელობის თეატრის დასი წარადგენს. 

გასტროლებამდე პრემიერა დედაქალაქში გაიმართა და სწორედ ამ სპექტაკლით დახურა გრიბოედოვის სახელობის თეატრმა 180-ე საიუბილეო სეზონი. ორმოქმედებიან  კომედიაში კლასიკური ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზი შენარჩუნებულია, თუმცა ცნობილი თბილისური ამბავი თანამედროვეობასთან თანხვედრაშიც არის. 

მაყურებელი სცენაზე ნახავს ახალ პერსონაჟებსაც, რომლებიც ცაგარელის პიესაში არ გვხვდება. ავქსენტი ცაგარელის პიესის ახლებური სასცენო ვერსია რეჟისორ ანდრო ენუქიძეს ეკუთვნის.

მისი რეჟისორობით “ხანუმა“ ერთხელ უკვე დაიდგა 2020 წელს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით.