17 სექ 2026
„საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026 ’’- ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიმართა.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პლენერში მონაწილე 25 მხატვრის 70-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის 12 უცხო ქვეყნისა და საქართველოს 13 მხატვარი. პროექტში 11 ქვეყნის მხატვრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 3 დღის განმავლობაში „საერთაშორისო არტ-პლენერი მშვიდობისთვის’’ ფერწერული ნამუშევრები ღია ცის ქვეშ შექმნეს.
არტ-პლენერის არსებობის მანძილზე 6 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა ქალაქ ფოთსა და ბათუმში. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს და საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით შედგა.