ახალგაზრდული ფესტივალი ხელვაჩაურში

17 სექ 2026

ხელვაჩაურში დღეს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის YRC ფესტივალს უმასპინძლეს. ფესტივალის ფარგლებში ხელვაჩაურის სკვერში, ნაძვნარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება, ასევე ადგილზე წარმოებული პროდუქციის, ხელნაკეთი ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 

ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებს გათამაშებაში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. მათ განწყობაზე  ადგილობრივმა ბენდებმა და DJ -იმ იზრუნა.

ახლგაზრდული ფესტივალი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.