წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება ხელვაჩაურში

17 სექ 2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 65-ი წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა დღეს ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიით.

დაჯილდოვების ცერემონია ხელვაჩაურის სკვერში გაიმართა და მას მოსწავლეები, პედაგოგები, ოფიციალური პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ალექსანდრე მსხალაძის სტიპენდია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან გაიცემა და ის უკვე მიიღო ასობით წარჩინებულმა მოსწავლემ.

რაც შეეხება ალექსანდრე მსხალაძეს იგი იყო პროფესორი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, შემოქმედი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორო.

წლევანდელ დაჯილდოვებაზე ყველაზე მეტი 13- წარჩინებული მოსწავლე მახინჯაურის საჯარო სკოლიდან იყო.