17 სექ 2026
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებული ხანგრძლივი პარტნიორული ურთერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ შესაძლოა ერთობლივად დააინიცირონ.
მხარეებმა დაკავშირებადობაზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ავიაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს.