17 სექ 2026
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ფართომასშტაბიანი სანქციებისა და ტარიფების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას.
მედიის ცნობით, კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნა. კანონპროექტი წელიწად-ნახევრის წინ სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინა.