17 სექ 2026
ბრალდებები და დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე - პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ სხვადასხვა საკითხზე ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ. მთავარი მიზეზი 40 მილიონი და გაყიდული საარჩევნო სიებია. ოპოზიციამ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა საპატიმროდანაც.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან.
ნაცვლად რეალური ბრძოლისა, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და, მისივე თქმით, "პოლიტიკურ ველზე ტივტივი." ვის მიემართება პატიმარი პოლიტიკოსის ეს კრიტიკა - აქაც მოსაზრებები განსხვავებულია. ხელისუფლება ოპონენტების დაპირისპირებას ლუსტრაციად აფასებს.