შეხვედრა ტურიზმის სექტორთან 

17 სექ 2026

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, სამომავლო პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გააცნეს და გლობალურ დონეზე ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.