17 სექ 2026
კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე. მთავრობის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გენერალური გეგმით გათვალისწინებული პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებაზე.
აღინიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანი კურორტზე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა და ახალი სასტუმრო კომპლექსებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ზურაბ პატარაძე შეხვედრის მონაწილეებთან ერთად კურორტზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია კურორტზე შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაძლიერდეს ადგილობრივი მეწარმეობა და გაზარდოს მათი ჩართულობა ტურისტულ საქმიანობაში.