17 სექ 2026
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირში ომისთვის მზადების აუცილებლობის შესახებ გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებაზე. ჩვენ გვესმის ევროკავშირის ხელმძღვანელობის განცხადებები ჩვენს ქვეყანასთან ომისთვის მზადების აუცილებლობის შესახებ.
ეს არის ყველაზე პოპულარული თემა თანამედროვე ევროპული ელიტებისა და ბრიუსელში განლაგებული ხელმძღვანელობის გამოსვლებში - აღნიშნა ლავროვმა და განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ევროპაზე თავდასხმის განზრახვა.
თუმცა, თუ ევროპა, რომელიც ყოველდღიურად საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მზადებაზე, თავს დაესხმება რუსეთის ფედერაციას, ეს უკვე სრულიად განსხვავებული ომი იქნება და ის ხანმოკლე იქნება“ - თქვა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.