17 სექ 2026
ევროკომისიის პრეზიდენტმა წარადგინა მასშტაბური გეგმა ბავშვების ონლაინ საფრთხეებისგან დასაცავად. ინიციატივა ითვალისწინებს სოციალურ ქსელებში 13 წლამდე ასაკის ბავშვების დაშვების აკრძალვას და ონლაინ სერვისების ვალდებულებას, შექმნან ბავშვებისთვის უსაფრთხო ანგარიშები.
მანამდე მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.
ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვის აღსრულებისას პრობლემები წარმოიშვა და ვარაუდობენ, რომ ევროპასაც რთული გზა ელის.