კომპენსაციას ჩანჩხალოში ყველა ოჯახი ვერ მიიღებს

16 ივნ 2017

ჩანჩხალოელები ისევ განსახლების და  ზარალის ანაზღაურების მოლოდინში  არიან. ირწმუნებიან, რომ მათი საცხოვრებელი სახლები ,,შუახევჰესისთვის” გვირაბის მშენებლობამ დააზიანა.

კომპანიის პოზიცია კვლავ უცვლელია. აქ სამშენებლო სამუშაოების სტიქიურ პროცესებთან და სახლების ნგრევასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ.  შუახევის გამგებელი კი ამბობს, რომ ჩვენი სიუჟეტის გმირებს ვერ დაეხმარებიან.