17 სექ 2026
რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დამატებითი სანქციების დაწესება უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას გაართულებს - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას.
ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ამ დოკუმენტის განხილვის პროცესს. ის არამეგობრული ქმედებების კატეგორიას განეკუთვნება და, ცხადია, აშშ-ის მიერ ნებისმიერი დამატებითი სანქციის დაწესება აუცილებლად გაართულებს უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას“, — განუცხადა ჟურნალისტებს დმიტრი პესკოვმა.