17 სექ 2026
კომუნიკაციის კომისიასა და იუნისეფ-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ფორმალურ განათლებაში მისი ინტეგრირების შედეგები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
კომკომმა, უნისეფ-თან და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2022 წელს დაიწყო.
შედეგად, 2025 წელს მედიაწიგნიერება უკვე 300-მდე სკოლაში ისწავლებოდა, რომელთა 90%-ზე მეტი რეგიონებშია, ხოლო 2 600 მასწავლებელია გადამზადებული.