17 სექ 2026
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ლომბარდში მობილური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებულ იმიტირებულ ტელეფონს აბარებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი კოდის მქონე მობილური ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა.
ნივთმტკიცებად ამოღებული ყუთის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად, სხვადასხვა ლომბარდში მობილური ტელეფონების მსგავსი, 6 იმიტირებული ნივთი დაალომბარდა, რითაც კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.
გამოძიება დაკავებულს თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება. ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის დასაკავებლად შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს. დანაშაულის 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.