17 სექ 2026
დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ნამახვანჰესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
პრემიერ-მინისტრმა წლების წინ განვითარებულ პროცესებს საბოტაჟი და გარე ძალებისგან მართული უწოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს ჰესებთან დაკავშირებით ამბიციური გეგმა, მათ შორის უნდა აშენდეს სამი დიდი ჰესი, საშუალო და მცირე ჰესები, ქარის და მზის სადგურები.