17 სექ 2026
„გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს თავად გახარიას გუნდი და ოპოზიციური სპექტრი.
გახარიას პარტია ამ გადაწყვეტილებას პირდაპირ უკავშირებს მათ პოლიტიკურ აქტივობას. ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ პარტიები, რომლებიც ასაკრძალთა სიაში არიან, სინქრონულად მოქმედებენ და ერთი დამკვეთი ჰყავთ. შეგახსენებთ, რომ თვეების წინ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირება უკვე მეორედ ხდება.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხუთ პოლიტიკურ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებსა“ და პარტია „საქართველოსთვის“, პოლიტიკური საქმიანობის უფლება აეკრძალებათ.