17 სექ 2026
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადება დღეს თბილისში პოლიტიკური შეფასებების საგანია. იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას ახსენებს, რომ ფედერალური კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის მთავრობის, ან უცხოური სუბიექტის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი რეგისტრაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმ წესების გამკაცრება, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის აკრძალვას და შეზღუდვას გულისხმობს. აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს კომენტარი დღეს ქვეყნის პრემიერმაც გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში რასაც ამტკიცებდნენ და პოლიტიკური ოპონენტები უწოდებდნენ რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი.