მეცნიერების რეგიონული ფესტივალი

17 სექ 2026

ბათუმში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.  ფესტივალზე წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე ბათუმის საქართველოს განათლების მინისტრსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა დაათვალიერებინა.

ფესტივალის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა - ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები, მეცნიერებთან თემატური შეხვედრები გაიმართა.

ასევე ჩატარდა მასტერკლასები სკოლის მოსწავლეებისთვის. 2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია “მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“.