17 სექ 2026
საქართველოში ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით 16 გამორჩეულ ენერგეტიკოსს საქართველოს ენერგეტიკოსის საპატიო წოდება გადაეცა. მათ ჯილდოები ეკონომიკის მინისტრმა გადასცა.
ღონისძიება საქართველოს პრემიერის სიტყვით გაიხსნა, პრემიერმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
აღნიშნა, რომ მიღწევა რაც ამ სფეროში აქვს ქვეყანას, სწორედ თანამშრომლების დამსახურებაა. ასევე მისი განცხადებით მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, აღნიშნა, რომ იგეგმება დიდი ჰესების მშენებლობა.
"ჩვენ ვიცით, სად მივდივართ. გვაქვს მკაფიო ხედვა, გეგმა და გვაქვს ამბიცია, რომლის მასშტაბიც საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება. ამ ხედვის პირველი საყრდენი არის გენერაცია. 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა", - ამის შესახებ ღონისძიებაზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.