შეხვედრა კორეის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციასთან

17 სექ 2026

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და ახალი ერთობლივი ინიციატივები დასახეს.

შეხვედრის ფარგლებში სემინარი თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება“ გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, კორეის მხარემ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასამონტაჟებლად ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური გადასცა.

სადგურებს გარემოსა და კლიმატური პირობების უწყვეტი მონიტორინგისთვის გამოიყენებენ.