უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა - დაკავებულია 5 პირი

17 სექ 2026

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 5 პირი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების ავტომობილების,  პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი  პისტოლეტი, ათეულობით საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.