რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით შეუტია

17 სექ 2026

უკრაინის დედაქალაქზე რუსული ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია. დაზიანებულია შენობები. საცხოვრებელი სახლების გარდა, დრონების ნამსხვრევები საწყობებსა და ბენზინგასამართ სადგურთანაც ჩამოვარდა.

სარაკეტო იერიშები კიევის სამ რაიონზე განხორციელდა, – აცხადებს დედაქალაქის მერი. შვიდი ადამიანი დაშავდა ოდესის ოლქში სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად. ოდესაში დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. დაზიანდა 10 ბინა.

უკრაინული მხარის განცხადებით, ღამით რუსეთმა კიევის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებზე თავდასხმის დროს გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები „ონიქსი“, ბალისტიკური რაკეტები „ისკანდერი“, ოთხი „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 10 „ბანდეროლის“ ტიპის დრონი და 157 „შაჰედის“ ტიპის სადესანტო დრონი გამოიყენა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვერც ერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ შეძლეს და მხოლოდ 131 დრონი გაანეიტრალეს