17 სექ 2026
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ფართომასშტაბიანი სანქციებისა და ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნა. კანონპროექტი სენატორმა ლინდსი გრემმა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ წარადგინა. სენატმა დოკუმენტი გასულ თვეში დაამტკიცა.
სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს, ასევე ტანკერების ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ მოიცავს, რომელიც მოქმედი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.
ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც კონგრესმა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მიიღო.