ტრამპი კანადასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეხმაურება

17 სექ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „სასაცილო“ უწოდა კანადისთვის ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების პერსპექტივას და ევროპას მაღალი ტარიფების დაწესებით ან ვაჭრობის შეზღუდვით დაემუქრა.

ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრობის“ გზის გახსნის სურვილი გამოთქვა. ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოტავა ბლოკთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნას და არა ევროკავშირში გაწევრიანებას ისწრაფვის.

„ვფიქრობ, ეს სასაცილოა. ნახეთ, რაც შეეხება კანადას, კანადა ვაჭრობის კუთხით საშინელი პარტნიორია. თუ ევროპა ამას ცუდი განზრახვით გააკეთებს, ევროპას ძალიან მაღალ ტარიფებს დავუწესებ ან მათთან ვაჭრობას მრავალი მიმართულებით შევწყვეტ. კეთილი განზრახვის შემთხვევაში — პრობლემა არ არის“, – განაცხადა ტრამპმა.