საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

16 სექ 2026

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ბათუმმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარეთში მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიული „ფრიბურგ ოლიმპიკი“ 86:85 დაამარცხა.

მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე გადაწყდა. გადამწყვეტი სამქულიანი გიორგი ოჩხიკიძემ ჩააგდო და „ბათუმს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

შავიზღვისპირელთაგან ყველაზე მეტი 18 ქულა ვალდი ზეფირმა ჩააგდო. რაც შეეხება „ბათუმელთა“ ლიდერს გიორგი ოჩხიკიძეს, მან 17 ქულასთან ერთად 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალი 18 სექტემბერს გაიმართება. „ბათუმის“ მეტოქე რუმინული „ორადეასა“ და კვიპროსის "აეკის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.