სანქციების მოხსნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ

16 სექ 2026

ბელარუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებული 25 პოლიტპატიმარი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა მინსკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქა.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოვსკაია პატიმრების გათავისუფლებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ბელარუსებს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება სურთ. ბელარუსმა პატიმრები აშშ-ის სანქციების შემდგომი შემსუბუქების სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ კოულმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ შესაძლოა, ერთ თვეში კიდევ ასობით ადამიანი გათავისუფლდეს.

ეს შეთანხმება კოულსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების სერიის ბოლო შედეგია.