ბათუმის სარაგბო კლუბი ახალი სეზონისთვის ემზადება

16 სექ 2026

მორიგი, სეზონი უცვლელი მიზანი და განახლებული შემადგენლობა. სარაგბო კლუბი ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება. მოქმედ ჩემპიონს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ოთხი ახალი მოთამაშე შეუერთდა, გუნდს კი რამდენიმე მორაგბე დაემშვიდობა. 

ცვლილებებია დიდი 10-ის ფორმატშიც, პლეიოფში  ექვსის ნაცვლად ოთხი გუნდი იასპარეზებს.  ბათუმი ტიტულის  შენარჩუნება 25 სექტემბერს, პატარძეულის „ვეფხვებთან“ მატჩით დაიწყებს.