16 სექ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე – „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“ – საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლებში გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროპულ მისწრაფებებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე ისაუბრა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიები მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ნარატივები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყანაში არსებული რეალობისგან.