16 სექ 2026
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევებისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.