პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი უწყებას წარუდგინა

16 სექ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა. 

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და თამაზ ბორაშვილის გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.

პრემიერმა ასევე წარმატებები უსურვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გეკა გელაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.