პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი საავიაციო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

16 სექ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩანგი ეარფორთს ინტერნეიშენალის-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს და ბლუ ფაივ კაპიტალის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა - ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საავიაციო სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. „საუბარი შეეხო საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების სწრაფ ზრდას, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასა და ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტს, რასთან დაკავშირებითაც ჩანგი ეარფორთს ინტერნეიშენალის-ის თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა.

პროექტის მიხედვით, აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 20 მლნ-მდე მგზავრი იქნება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გლობალურ საინვესტიციო და საავიაციო კომპანიებთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. კომპანიის წარმომადგენლებს ასევე შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.