ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის ახლად აშენებული დამატებით კორპუსი გახსნეს

16 სექ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახლად აშენებული დამატებითი კორპუსი გახსნა.

გივი მიქანაძემ და ზურაბ პატარაძემ განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს.

სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარია.