პრეზიდენტი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

16 სექ 2026

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ზაქარაშვილს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.