კოსოვოს ექს-პრეზიდენტს ჰააგის ტრიბუნალმა 25 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

16 სექ 2026

ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ტაჩი დამნაშავედ ცნო ომის დანაშაულებში — წამებაში, რომელმაც მინიმუმ 303 ადამიანი დააზარალა, 96 ადამიანის გარდაცვალებაში, ასევე უკანონო ან თვითნებურ დაპატიმრებებსა და დაკავებებში.

სასამართლო კოლეგიამ ჰაშიმ ტაჩის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მოხდილი სასჯელის ვადის გათვალისწინებით მიუსაჯა.

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ ერთ ბრალდებაში გაამართლეს — კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.