ბელარუსი 25 პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს - ჯონ კოული

16 სექ 2026

მინსკში აშშ-ის დელეგაციის განცხადებით, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ ჯონ კოულს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ბელარუსმა პოლიტპატიმრების შეწყალების ახალი ეტაპი დაიწყო. კოულის განცხადებით, მხარეებმა შუალედურ შეთანხმებას მიაღწიეს. მისი თქმით, ბელარუსი 25 ადამიანს გაათავისუფლებს, აშშ კი ორ ბელარუსულ კომპანიას სანქციებს მოუხსნის.

აშშ-მა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო და პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ბელარუსისთვის სანქციების შემსუბუქება დაიწყო.

„ვიასნა“, რომლის საქმიანობაც ბელარუსში აკრძალულია, აცხადებს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში კვლავ 900-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება. კოულთან გამართულ მოლაპარაკებებზე კი ლუკაშენკომ უარყო უფლებადამცველი ჯგუფებისა და ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციის მტკიცება, თითქოს ის გათავისუფლებულთა ჩასანაცვლებლად ახალ ადამიანებს სისტემატურად აპატიმრებს.