16 სექ 2026
შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ ,,ენკა''-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში მსგავსი პროცესი არ მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, საქმე პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სააპელაციო წესით გასაჩივრებული აქვს.