გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

16 სექ 2026

სუს-ის ყოფილი უფროსი სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია. უახლოეს საათებში უნდა გაირკვეს, რამდენი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება  გრიგოლ ლილუაშვილს.  

დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს ბრალდებული მაღალჩინოსანი  გრიგოლ ლილუაშვილი.  მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.