თამაზ ბორაშვილის მოსმენა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე

16 სექ 2026

სუს-ის უფროსობის უკვე ახალმა უფროსმა თამაზ ბორაშვილმა კენჭისყრამდე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დარჩება.

ბორაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საგარეო საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებასა და პროფესიული ოპერატიული და ანალიტიკური გუნდების ჩამოყალიბებაზე. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მან საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება დაასახელა.

თამაზ ბორაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს უწყების სპეციფიკასა და ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს.